თეგებით ძიება

ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ - „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური ავრცელებს განცხადებას „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400 დოლარამდე დახარჯა“.

განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში იხარჯება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის სიმართლის მისაწოდებლად ყველა ლეგიტიმურ გზას გამოიყენებს.

„„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400 დოლარამდე დახარჯა“.

კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის „რუსულობის“ შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ.

„მეტას“ კონტრაქტორი „ფაქტ ჩეკის“ მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემო პირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა