თეგებით ძიება

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ახლახანს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი (ჟორა) გვაძაბია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ფეხბურთელის გიორგი (ჟორა) გვაძაბიას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს”

დაიბადა 1960 წლის 2 აპრილს ქუთაისში.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1971 წელს მწვრთნელ გრიგოლ მიქაუტაძესთან, მოგვიანებით ვარჯიშობდა კორნელი აბდალაძის ხელმძღვანელობით. მცველი.

"ტორპედოში" თამაშობდა 1978-1983 წლებში. ჩაატარა სსრკ ჩემპიონატის 102 (მათ შორის 15 უმაღლესი ლიგის) და 6 სათასო მატჩი, გაიტანა 1 ბურთი. 1981 წელს "ტორპედოსთან" ერთად მოიპოვა სსრკ უმაღლესი ლიგის საგზური.

1984-1988 წლებში თამაშობდა წყალტუბოს "შადრევანი 83"-ში. 1985 წელს გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, 1988 წელს საქართველოს თასის მოპოვება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა