თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ მუქარით აიძულებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ 29 აპრილის შეკრებაზე - ანა ნაცვლიშვილი

 პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს“ არ მიაჩნია სწორად, რომ 29 აპრილს, „როდესაც „ქართული ოცნება“ დაანონსებული შეკრებით პროვოკაციას აწყობს“, გასაპროტესტებლად რუსთაველზე გავიდეს.

„ჩვენი ამოცანა და მიზანი არასდროს არ არის საზოგადოების დაპირისპირება. ჩვენ რუსულ კანონს სწორედ ამიტომ ვუპირისპირდებით, რომ ის საზოგადოებაში გააჩენს ჩაუქრობელი კონფლიქტის წყაროს. ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტში ვინმესთან შესვლა. ხელისუფლებამ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი ამ რუსული მარშით. ჩვენ არ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არანაირი კონფლიქტი არ მოხდეს.

საზოგადოებას უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი, მაგრამ აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, როდესაც ხელისუფლება მიდის პროვოკაციულ ნაბიჯებზე ამ რუსული მარშის ორგანიზებით, შენც იქ მიხვიდე და დადგე. საზოგადოება რომ პროტესტს არ შეცვლის, არ გადაიფიქრებს და მის გამოხატვას გააგრძელებს, ეს ბუნებრივი ამბავია. ჩვენ სწორედ იმიტომ, რომ დაპირისპირება არ გვინდა, მაგ დღეს რუსთაველზე არ ვიქნებით. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და მე მგონი არც არავინ არ აპირებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა