ასლან ბჟანია პუტინის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს - მედია
აფხაზური პლატფორმა "რესპუბლიკა" წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პუტინის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. დამატებითი დეტალები აფხაზურ მედიაში, ჯერჯერობით, არ წერია.
ასლან ბჟანია რომ მოსკოვში არ მიიწვიეს, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ის განცხადებაც ამყარებს, რომლის მიხედვით, მან დღეს სოხუმში რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა.