თეგებით ძიება

მოკლედ გათვებულია ამ ხელისუფლების საქმე და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი ყველასთვის - ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

როგორც ჩანს ხელისუფლებაში დაინახეს,. რომ "არა რუსულ კანონს" პოპულარული სლოგანია და გადაწყვიტეს "ტრენდს მოაჯდნენ", ანუ მიითვისონ ეს პოპულარული აზრი. ამისთვის აიღეს ცნობილი პლაკატი, რომელიც ოცი დღეა ყველგან ტრიალებს და მთლიანად ასოცირებულია სახალხო პროტესტთან. არ შეცვალეს არაფერი: ზომა, ფონი, ფერები, შრიფტიც კი იგივე დატოვეს და მხოლოდ ბოლოში მიაწერეს "კი გამჭვირვალობას".

არ ვიცი, შეიძლება ჩათვალეს, რომ მთელი საპროტესტო მოძრაობა გამჭვირვალობაზე გადაფსიხდებოდა და "არ გვინდა, არ გვინდა"-ს ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ ფაქტია: მიმდგარია მთელი ხელისუფლება თავისი გამპრავებლებით და ისტერიულად ავრცელებენ სლოგანს, სადაც ყველაზე მსხვილი და წითელი ასოებით წერია "არა რუსულ კანონს!"  

ახლა, რატომ ჰგონიათ ამათ ხალხი ისეთი დებილი, რომ გამჭვირვალობის მოხსენიების გამო მათ მიერ შემოთრეული კანონპროექტი აღარ იქნება რუსულ კანონად აღქმული, ეგ არ ვიცი. ასეთი დონის დებილობის გაგება ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა, სადაც მთელი საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელობა ორი წლის წინ გარდაცვლილ პიტერ აკერმანს ბრალდება, იქ საერთოდ რა დებილობა და იდიოტიზმი უნდა გაგვიკვირდეს ამათგან? 

მოკლედ გათვებულია ამ ხელისუფლების საქმე და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი ყველასთვის. მათთვისაც, სხვათა შორის, პირადად ბატონ ბიძინას ჩათვლით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა