თეგებით ძიება

თბილისში ბინები ისევ გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის ფასი

2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

კვლევის მიხედვით, წელს მაისში დედაქალაქში 3 748 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე თვეში ტრანზაქციები 3 374-ს შეადგენდა.

„2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა მეტწილად უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორად ბაზარზე და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

საცხოვრისების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები მერვე თვეა მცირდება

მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება. პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა ზომიერი ტემპით განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ფასის მცირე კლება დაფიქსირდა, რაც აპრილში მკვეთრი ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ბინების ფასიც. კერძოდ, 2026 წლის მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 412 დოლარი იყო, 2025 წლის იმავე პერიოდში კი 1 331 დოლარი. მონაცემები წლიურად 6%-იან ზრდას აჩვენებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა