თეგებით ძიება

ოპოზიცია წაგებისთვისაა განწირული - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია წაგებისთვისაა განწირული. მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებები სწორედ მოსალოდნელ წაგებას უკავშირდება, რადგან ოპოზიციურ ძალებს სხვა გზა აღარ რჩებათ, თუმცა, როგორც თურნავა აცხადებს, მოსახლეობას რევოლუციები აღარ სჭირდება.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველსავე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. ჩვენ მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, ყოვლად მიუღებელია! მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები,“- განაცხადა თურნავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა