31 ოქტომბერს აუცილებლად ჩამოვიცილებთ იმ სირცხვილს, რასაც ქართული ოცნება ჰქვია - უგულავა
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
უგულავას თქმით, ისევე როგორც ზუგდიდის სხვა სოფლებში, სოფელ რიყეშიც არის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა, უიმედობა და უპერსპექტივობა, რასაც ემატება მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მოსახლეობას უზღუდავს გადაადგილების საშუალებას.
უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნები და ხალხის ნება დაამარცხებს ივანიშვილის რეჟიმს და მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.
„სოფელი რიყე ერთ-ერთი გამორჩეულია ზუგდიდის რაიონში და აქაც იგივე პრობლემა არის,თითქოს დახედავს ადამიანი და გზა რაღაც მონაკვეთი დაგებულია, მაგრამ ამ მიმართულებითაც ყველა ჩიხი ღიაა, მაგრამ რაც მთავარია, სრული უიმედობაა, უმუშვერობაა და უპატრონობის განცდაა აქაც.
ყველა ელოდება ცვლილებას, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მთავრობა, რომელმაც ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებში ჩააფლავა და მეორემხრივ ჯანდაცვასა და პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის მთავრობის საქმე და თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.
ამაზე თანხმდება ყველა და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს აქ, რიყეში, ისევე როგორც მთლიანად ზუგდიდში და საქართველოში, ოპოზიცია გაიმარჯვებს და ჩამოვიშორებთ იმ სირცხვილს, რასაც ქართული ოცნება ქვია.“ - განაცხადა უგულავამ.
წყარო:newposts.ge