სამართალდამცავის სულისშემძვრელი ისტორია სატვირთო ავტომობილში 39 მიგრანტის ცხედრის აღმოჩენაზე (ფოტო)
პოლიციის ოფიცერი ალაპარაკდა შემზარავ ფაქტზე, რომელიც მას გადახდა, როცა სატვირთო ავტომობილში 39 ნახევრადშიშველი ვიეტნამელი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა, ისინი საბარგულში გაიგუდნენ და მათი მშველელი არავინ აღმოჩნდა.
ჯეკ ემერსონი იყო ერთ–ერთი პირველი სამართალდამცავი, რომელიც ესექსში ტრაგედიის ადგილზე გასული წლის 23 ოქტომბერს მივიდა.
მან თავის მოხსენებით ბარათში დეტალურად აღწერა თუ როგორ ამოწმებდა ცხედრებს, რათა დარწმუნებულიყო ვინმე ხომ არ გადარჩა. როგორც ოფიცერი წერს, ადამიანები გაუნძრევლად და ძალიან მჭიდროდ იწვნენ ერთმანეთთან და ყველას შემოწმება მომენტალურად შეუძლებელი იყო.
ცხედრები ტრაილერის 26 წლის მძღოლმა აღმოაჩინა, რომელმაც ავტომობილი რამდენიმე საათით ადრე იქირავა, კონტეინერის გახსნისა და ფაქტის ხილვის შემდეგ კი სამართალდამცავები გამოიძახა.
„როდესაც ტრეილერის კარებს შევხედე, ერთ–ერთი ღია იყო, შევიხედე და ადამიანების სხეულები დავინახე, რომლებიც არ მოძრაობდნენ, ავედი და მივხვდი, რომ მკვდრები იყვნენ. უმრავლესობა წელს ზევით შიშველი იყო, თუმცა როგორც მივხვდი ისინი იქ დიდი ხანი არ იმყოფებოდნენ,რ ადგან ცხედრების ხრწნის პროცესი არ იყო დაწყებული, თუმცა იდგა უსიამოვნო სუნი, შხამ–ქიმიკატების მაგვარი“, – იხსენებს ოფიცერი.
ფაქტზე დაწყებული გამოძიება და სასამართლო პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს. სწორედ სასამართლო დარბაზში ისაუბრა მომხდარზე ოფიცერმა.
სამართალდამცავებმა ავტომობილის მძღოლი ჯგუფირი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მიუხედავად რიგი გარემოებებისა.
წყარო:newposts.ge