თეგებით ძიება
30. 10. 2020 მსოფლიო

საფრანგეთში პირბადეების ტარება ბავშვებისთვისაც სავალდებულო გახდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, საფრანგეთში პირბადეების ტარება 6 წლიდან ბავშვებისთვისაც სავალდებულო გახდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 30 ოქტომბრიდან შევა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ 2 ნოემბერს, საშემოდგომო არდადეგების შემდეგ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან. საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჟან კასტექსის თქმით, კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სახლები 1 საათით დატოვონ და სახლიდან 1 კმ-ის რადიუსში, სუფთა ჰაერზე ისეირნონ.

წესების დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევროა.

“ვირუსმა გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე, არავის ეგონა, რომ ახალი აფეთქება ამდენად ძლიერი იქნებოდა” , – აღიარა კასტექსმა.

წყარო: https://progressnews.press/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა