თეგებით ძიება

გახარია - მე საკუთარი რეიტინგი მაქვს, გაგიმხელთ არჩევნები რომ დამთავრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას არანაირი რეიტინგები და კვლევები არ სჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან საკუთარი რეიტინგი აქვს.

ამის შესაახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება“, – განაცხადა გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა