კაცი დაფეთებული დადის, თავისი ჩრდილის ეშინია, ეს როგორ არის მშვიდობის გარანტი? - ელისაშვილი ივანიშვილზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მშვიდობაზე იმ ადამიანისგან საუბარი, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია, სისულელეა.
როგორც ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ივანიშვილმა მთლიანი ქვეყანა მოშალა, უშიშროების საბჭოა ქვეყანაში გაუქმებული.
ომი ვინ ოხერს უნდა, სისხლისმსმელი პუტინის გარდა. ვინ გვეუბნება, გარანტი ვარ მშვიდობისო, თავისი ჩრდილის ეშინია კაცს, თავის თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს ვერ ართმევს ხელს. მიდის და ჯერ ხომ იმ რაღაც დუშკაბინაშია, შეშინებულია, დაფეთებული, ეს კაცი როგორაა მშვიდობის გარანტი. მშვიდობის გარანტი არიან ვაჟკაცი, ძლიერი, გამბედავი ადამიანები და ძლიერი ჯარი და უსაფრთხოების სისტემა. ამან მთლიანი ქვეყანა მოშალა, უშიშროების საბჭოა ქვეყანაში გაუქმებული, რაის მშვიდობის გარანტი ესაა.
ეს არის სისულელე, ამ ქვეყანაში ომი არავის უნდა, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ევროკავშირზე ვლაპარაკობთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.