ფონოგრამა სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია – თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალებზე
არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე,- ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებულ „თბილისოს“.
„ბუბა კიკაბიძის პატრიოტიზმში ეჭვი არავის ეპარება – დამშვიდდით. იმ ძალის უნარებს და შესაძლებლობებს აღვწერთ მხოლოდ, მთავარ აქციაზე ფონოგრამა რომ სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია. არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე. ესაა და ეს,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ კონცერტზე ბუბა კიკაბიძემ სიმღერა „თბილისო“ ქართულ-რუსულად შეასრულა.
წყარო:primetime.ge