„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას.
„ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება. „ევროპული საქართველო“ უარს აბობს, შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ. გარდა ამისა, უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში“, – განაცხადა ბაქრაძემ.