თეგებით ძიება

6 შემთხვევა, როდესაც ბოდიში არ უნდა მოიხადოთ

უბრალოდ დაფიქრდით, რამდენჯერ იხდით ბოდიშს დღის განმავლობაში? და რამდენჯერ ხდება ეს ლეგიტიმური მიზეზის გამო? სოციოლოგების თქმით, ბოდიშის მოხდა კომუნიკაციის ჩვეული გზა გახდა, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანები ჩვენს მიმართ ნდობას კარგავენ.

1. როცა სიმართლეს ამბობთ

აბსოლუტურად არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა მაშინ, როდესაც სიმართლეს ამბობთ. ყოველთვის შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრები და ”ბოდიშით” არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ, ამის ნაცვლად გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა ”ვფიქრობ” ან ”ჩემი აზრით”. ასე თქვენ გახდებით ადამიანი, რომლის რჩევებს ყოველთვის ექნება მნიშვნელობა.

2. როცა ძალიან ემოციური ხართ

რატომ უნდა მოიხადო ბოდიში, თუ ის ადამიანი მართლაც ბევრს ნიშნავს შენთვის? მათ უბრალოდ აინტერესებთ თქვენი გრძნობები. უფრო მეტიც, არასოდესაა სირცხვილი იყოთ ზედმეტად მგრძნობიარე.

3. როცა განსხვავებულად გამოიყურებით

თქვენი უფლებაა გამოიყურებოდეთ ზუსტად ისე, როგორც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს და ამისთვის ბოდიში არ უნდა მოიხადოთ. თქვენ არ ხართ ვალდებული გამოიყურებოდეთ ისე, როგორც სხვებს სურთ, თუ რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევა, როდესაც საჭიროა კონკრეტული სამოსის ჩაცმა. ყოველთვის იყავით ის, ვინც ხართ და შეიტანეთ მრავალფეროვნება ჩვენს სამყაროში!

4. როცა მარტო ყოფნა გსურთ

მარტო დარჩენის სურვილი ყოველთვის არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი ცუდ ხასიათზეა. სინამდვილეში, კვლევის თანახმად, მეტი დროის გატარება საკუთარ თავთან, იწვევს ჩვენი შემოქმედებითობის ზრდას.

5. როდესაც კითხვას სვამთ

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თავს, როდესაც კითხვის დასმა გვიწევს, რადგან გაკიცხვის გვეშინია. თუ ნამდვილად გსურთ იყოთ წარმატებული, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. არ შეწყვიტოთ რაიმე ახლის შემეცნება და ნუ შეგეშინდებათ დამატებითი განმარტების ან დახმარების თხოვნის.

6. როდესაც სასწრაფოდ არ პასუხობთ სხვა ადამიანს

ყოველთვის გამოჩნდებიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც საკუთარ საჭიროებებს უფრო მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ვიდრე თქვენსას. ამ ტიპის ადამიანი დაჟინებით ითხოვს პასუხს თავის ელ.ფოსტაზე, შეტყობინებებზე და ა.შ. თანაც ისე, რომ არც კი ფიქრობს, შეიძლება სხვა საქმით ხართ დაკავებული.

თუ ეს არ არის სასწრაფო საქმე, უბრალოდ აცნობეთ, რომ თქვენ არ დაივიწყებთ ამ თემას, მაგრამ უპასუხეთ მაშინ, როდესაც ეს თქვენთვისაა მოსახერხებელი.საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა, არის პირველი და ყველაზე კრიტიკული ნაბიჯი ბედნიერებისა და სრულყოფისკენ.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა