თეგებით ძიება

"ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!“ - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და წერს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირი მოლაპარაკებებს გაწევრიანებზე არ გაუხსნის. 

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

ეს არის "ოცნების "რუსული პოლიტიკის" შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!

"რუსული კანონი" არღვევს საქართველოს მიერ   ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს. 

ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს  ღალატობს!

გააჩერეთ ეს კანონი! - წერს ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა