6 ტიპის მამაკაცი რომელსაც გონიერი ქალი უნდა ერიდოს
სამწუხაროდ, სამყაროში ყველაფერი ისაა არაა, როგორც ვინატრებდით და არც ყველა მამაკაცი ჰგავს თეთრ ცხენზე ამხედრებულ ოცნების პრინცს.
დიახ, არსებობენ მამაკაცები, რომლებთან ურთიერთობას ყველა ქალი უნდა ერიდოს. მათ გვერდით ყოფნა დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავს. ნუთუ ამაზე ოცნებობენ ქალები? როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი, რომელსაც ყველა ქალი უნდა ერიდოს?
აგრესორი
დააკვირდით, თუ მამაკაცი ოფიციანტს უხეშად მიმართავს და მომსახურე პერსონალს უყვირის, ჩათვალეთ, რომ ეს აგრესიის პირველი ნიშნებია. თუ მამაკაცი გარშემო მყოფებს ასე ექცევა, რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენს მიმართაც იგივეს არ იზამს? თუ ყურადღებით იქნებით, აგრესია შეიძლება ურთიერთობის პირველივე თვეებში შენიშნოთ. ამ შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ მამაკაცი გაამართლოთ, მასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტეთ. გახსოვდეთ, რომ აგრესორის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობთ.
მოღალატე
თუ თქვენი ურთიერთობა სექსუალურ თავისუფლებას არ ითვალისწინებს, მაგრამ ის სხვა ქალების ცდუნებას ცდილობს, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა ასეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრებას? თუ ერთი პარტნიორი მეორეს პატივს არ სცემს და ღალატის შემთხვევები სახეზეა, ურთიერთობის გაგრძელებას არ გირჩევთ. მომავალში ვითარება მხოლოდ გაუარესდება.
ნარცისი
ამ ტიპის მამაკაცთან ცხოვრება შეიძლება ჯოჯოხეთად გექცეთ. ეს ურთიერთობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. შენ მაქსიმალურად იხარჯები, ხოლო სანაცვლოდ თითქმის ვერაფერს იღებ, ამასთან უყურადღებობას გსაყვედურობენ. ნარცისთან ცხოვრება ისაა, რის დავიწყებასაც ქალები ცდილობენ ან საშინელი ურთიერთობის მაგალითად მოჰყავთ.
ძუნწი
თითქმის ყოველთვის, როცა ქალებს ეკითხებიან, როგორ მამაკაცთან არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება, ძუნწს ასახელებენ. სულ სხვაა, როცა მამაკაცი ფულს ეკონომიურად ხარჯავს და სრულიად სხვა, როცა ყოველ თეთრს ითვლის და არა მარტო თავისას. წყვილმა ბიუჯეტი შეიძლება სხვადასხვანაირად დაგეგმოს, თუმცა არავის სიამოვნებს, როცა ნებისმიერ დანახარჯს სკანდალი მოჰყვება.
„დედიკოს ბიჭი“
თუ დედამისისთვის კონკურენციის გაწევისთვის მზად არ ხართ, ამ ტიპის მამაკაცთან უნდა ერიდოთ. „დედიკოს ბიჭს“ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ის საკუთარ ინტერესებზე მაღლა დედის ინტერესს აყენებს და დედის კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამს. ასე, რომ „დედიკოს ბიჭთან“ ურთიერთობის დროს, მხოლოდ მას კი არა, მისი ცხოვრების „მთავარ ქალსაც“ უნდა მოაწონოთ თავი.
მაკონტროლებელი
ამ ტიპის მამაკაცი გამუდმებით მოითხოვს ანგარიშს ქალის გადაადგილების შესახებ, ყოველ საათში ერთხელ რეკავს და სურს, რომ ქალმა ყველა გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებით მიიღოს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ქცევა ფსიქოპათიაზე მიანიშნებს, რაც ძალიან საშიში მოვლენაა და ასეთ მამაკაცს დაუყოვნებლივ უნდა დასცილდეთ.