ნიდერლანდები უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 22-ე შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკრაინაში მალე ჩავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
„უკრაინისთვის ასეთი ჯავშანტექნიკა არის მანევრირებადი, შეუძლია ჯარების სწრაფად ტრანსპორტირება და შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზვერვის, შეტევისა და თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინას მათგან უკვე მიღებული აქვს 207 ასეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და რომ ისინი უკრაინამ ითხოვა.
ცნობისთვის, რამშტაინის ფორმატში 22-ე შეხვედრა გუშინ გაიმართა.