სამზარეულოს ზედაპირზე ჩასაშენებელი გამწოვი - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ
თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში გამწოვი უკვე აღარ არის მხოლოდ ფუნქციური დეტალი, რომელიც თვალში გხვდებათ - ის შეიძლება გახდეს ინტერიერის უხილავი და დახვეწილი ნაწილი. თუ გსირთ მინიმალისტურ და ჰარმონიულ სამზარეულოზე, სადაც ზედაპირი მაქსიმალურად თავისუფალია, მაშინ ჩასაშენებელი გამწოვის ტექნოლოგია სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. მოდით, გავიგოთ, რატომ არის ეს არჩევანი ასე პოპულარული და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დამონტაჟებისას
ჩასაშენებელ გამწოვებს შესრუტვის ძალა აბსოლუტურად იდენტური აქვს, რაც ტრადიციულ გამწოვებს, თანაც, ტრადიციულისგან განსხვავებით ორთქლს ზემოთ არ უშვებს და უმალვე ისრუტავს. გარდა ამისა, თუ ჩასაშენებელი გამწოვი შემთხვევით გამოგერთოთ, იგი 10 წამის განმავლობაში იმახსოვრებს თქვენ მიერ დაყენებულ პარამეტრებს და ჩართვისას გააგრძელებს ამავე პარამეტრებით მუშაობას - არ მოგიწევთ მისი ახლიდან დაყენება.
სამზარეულოს ზედაპირში ჩასაშენებელი გამწოვის უპირატესობები:
სივრცის დაზოგვა
ტრადიციული ზედა გამწოვისგან განსხვავებით, ჩასაშენებელი გამწოვები არ საჭიროებს კედელზე ან ჭერზე დამატებით სივრცეს.
ინტერიერთან თანხვედრა
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის გამწოვი თითქმის უხილავია, სივრცეში არსებულ ინტერიერს დამატებით აქსესუარად არ ერწყმის. შესაბამისად, ის სრულ თავისუფლებას გაძლევთ ინტერიერის დაგეგმარებაში.
ეფექტური ორთქლისა და სუნის მიმართ
ჩასაშენებელი გამწოვები ძალიან ახლოს არის ორთქლის წარმოშობის ადგილთან, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და პირდაპირ ფილტრაციას. ის ასევე აქრობს უსიამოვნო სუნს და ისრუტავს მავნე ბაქტერიებს.
ტექნოლოგიური კომფორტი
ბევრი მოდელი აღჭურვილია თანამედროვე მახასიათებლებით, როგორიცაა ავტომატური სენსორები, რომლებიც თავად განსაზღვრავს, როდის უნდა ჩაირთოს და გამოირთოს გამწოვი.
რა უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს ზედაპირზე ჩასაშენებელი გამწოვის დამონტაჟებისას?
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სავენტილაციო არხის დაგეგმვა. გარე გაყვანილობის მილისთვის საჭიროა სპეციალური სივრცის გამოყოფა იატაკის ან კედლის შიგნით, რაც რემონტის დაწყებამდე უნდა იყოს გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში თუ ჩასაშენებელი გამწოვის დამონტაჟება გვიან ხდება და სამზარეულოს ზედაპირში არ არის გათვლილი სპეციალური სავენტილაციო არხი, შეგიძლიათ ამუშაოთ ნახშირის ფილტრზე, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გამოიცვალოს. არსებობს მრავალჯერადი ნახშირის ფილტრი, რომელიც მოხმარების სიხშირის მიხედვით უნდა განახლდეს, რაც გულისხმობს მის გამოწვას ღუმელში კონკრეტულ გრადუსზე და შემდეგ რეცხვას. ამ შემთხვევაში გამწოვი უნდა იყოს დაკავშირებული ელექტრო ქსელთან, ეს კი მოითხოვს წინასწარ გათვლილი დენის წყაროს არსებობას.
საქართველოში სამზარეულოს ზედაპირზე ჩასაშენებელი გამწოვის ფასი დაახლოებით 7 000 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია გამწოვის სახეობაზე. თუკი შეიძენთ ინდუქციურ ზედაპირს, რომელსაც უკვე დამონტაჟებული აქვს გამწოვი, მისი ღირებულება იწყება 8 000 ლარიდან. ჩასაშენებელი გამწოვი მუშაობს როგორც გარე ფილტრაციაზე, ასევე ნახშირის ფილტრზე.
ჩასაშენებელი გამწოვები არა მხოლოდ ინოვაციური და ეფექტურია, არამედ იდეალურად ეხამება თანამედროვე ინტერიერის სტილს. ის გახდა მინიმალისტური და ფუნქციური სამზარეულოს დიზაინის ტენდენციის ნაწილი, რომელიც სივრცეს ვიზუალურ ჰარმონიას უნარჩუნებს და თავის საქმესაც სრულყოფილად ასრულებს.