თეგებით ძიება
21. 05. 2024 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარს უჭერს

საფრანგეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარს უჭერს, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საფრანგეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობასა და ყველა სიტუაციაში დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარს უჭერს“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა მიიღებს.

„რაც შეეხება ისრაელს, ამ ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს წინასასამართლო პალატა, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა