სხეულის ენა - რაზე მეტყველებს თქვენი სხეულის პოზა ძილში?
ძილის დროს ადამიანი ჩვეულ პოზას გაუცნობიერებლად ირჩევს, თუმცა ის შეიძლება ბევრად უფრო მეტყველი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ფსიქოლოგების აზრით, საყვარელი ადამიანის გვერდით ძილის პოზით ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი. ვნახოთ, როგორ პოზაში გირჩევნიათ საყვარელი ადამიანის გვერდით ძილი და რაზე მეტყველებს თქვენი სხეულის პოზა?
1. სტაბილური ურთიერთობა, რომელსაც დიდი ტანჯვით მიაღწიეთ. სავარაუდოდ, წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ ორივე პარტნიორი ფიქრობდა, რომ ბედნიერები ვეღარასოდეს იქნებოდნენ და იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ბედნიერების დაკარგვის შიშით ცხოვრობენ.
2. ამ პოზას პარტნიორები გაუცნობიერებლად იღებენ. მათი სახეები სხვადასხვა მხარესაა მიბრუნებული, თუმცა პარტნიორებს ძლიერი კავშირი აერთიანებთ. ასე სხვადასხვა ტემპერამენტისა და მისწრაფებების ადამიანები იძინებენ. ერთი მაღალია, მეორე დაბალი, ერთს ხმაურიანი წვეულებები მოწონს, მეორეს განმარტოვება ხიბლავს, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდათაა, როცა სიყვარული გაერთიანებს.
3. პარტნიორებს, რომლებსაც ამ პოზაში ძინავთ, ერთმანეთი უყვართ. სამყაროზე მათი შეხედულებები განსხვავებულია, ამიტომ ამ ურთიერთობის მომავალზე ზუსტი დასკვნის გაკეთება რთულია. ეს პოზა მეტყველებს, რომ პარტნიორები გარე სამყაროსგან ტავის დაცვას ცდილობენ.
4. პარტნიორებმა, რომლებსაც ამ პოზაში სინავთ, უკვე შექმნეს მყარი კავშირი, თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. თითოეულმა მოიპოვა უფლება პირადი სივრცისა და თავისუფლებისთვის, ამასთან პარტნიორის გრძნობებსაც უფრთხილდება. ამ ადამიანებს შეუძლიათ სიყვარულის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს ბევრი წყენა აპატიონ.
5. ეს კავშირი ვნებებზეა დაფუძნებული. პარტნიორებს საერთო მიზნები და ოცნებები აერთიანებთ. არსებობს ურთიერთგაგება ინტელექტუალურ დონეზე. ასეთ წყვილს ბედნიერი სიყვარული და წარმატებული საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.
6. ღამით ასეთი პოზა დღის განმავლობაში წყვილის კამათზე ან ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე მეტყველებს. პარტნიორები თითქოს ყინულის ნატეხებად იქცნენ, რომლებიც სიყვარულის გამოვლენას ელიან, რომ გადნენ.
7. ასე ძინავთ წყვილებს, რომლებიც ძლიერი ურთიერთკავშირის მიუხედავად, ერთად იშვიათად არიან. ერთი დღე-ღამეში 10 საათს სამსახურში ატარებს, ხოლო მეორე მთელი დღე მეგობრებთან ერთობა ან პირიქით. პარტნიორებს ერთმანეთი ისეთი უყვართ, როგორებიც არიან.
8. ასე ძინავთ შეყვარებულებს, რომლებსაც მსგავსი ტემპერამენტი აქვთ. შესაძლოა,ისინი ერთმანეთს გარეგნულადაც ჰგავდნენ - სიმაღლით, აღნაგობით და ა.შ. უსაფრთხოების შეგრძნებაზე მეტყველებს ის, რომ ორივე მოდუნებული, ზურგზე წევს დაერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი აქვს.
9. ასეთი წყვილები შეპყრობილები არიან დამოუკიდებლობის იდეით. მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ გათავისუფლდნენ შიშისგან, რომელსაც გამუდმებით გრძნობენ. ასეთ ადამიანებს ეშინიათ, რომ პარტნიორს მეტისმეტად მიეჯაჭვებიან და ერთ მთლიანობად იქცევიან.
10. ასეთი პოზა მეტყველებს, რომ პარტნიორები მზად არიან ერთად იცხოვრონ ისე, რომ ერთმანეთს ნერვები არ მოუშალონ. თითოეული მათგანი მზადაა პარტნიორის ნაკლი ღირსებად მიიღოს და სრული თავისუფლება მიანიჭოს.