თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

იაპონიაში ჭკვიანი პირბადე შექმნეს, რომელსაც 9 ენაზე თარგმნა შეუძლია

იაპონელმა ინჟინრებმა ე.წ. ჭკვიანი პირბადე შექმნეს. ის არამხოლოდ COVID-19-გან იცავს, არამედ თარჯიმნის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. პირბადეს უნარი აქვს, რომ ტექსტები იაპონურიდან 9 სხვადასხვა ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ინდონეზიური, ესპანური, ვიეტნამური, კორეული, ჩინური და ტაივანური) თარგმნოს.

პლასტიკისგან დამზადებული სმარტ-პირბადე C-FACE კომპანია Donut Robotics-მა შეიმუშავა. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია, რომ პირბადე Bluetooth-ის საშუალებით სმარტფოინს ან პლანშეტს შეუერთდეს. . ის თარგმნის მომხმარებლის სალაპარაკო ენაზე ტექსტს, კარნახობს ფრაზებს. მას გააჩნია ასევე ზარის განხორციელების ფუნქციაც.

პანდემიამდე Donut Robotics-მა რობოტი-თარჯიმნები შექმნა ტოკიოს აეროპორტისთვის.

“ჭკვიანი პირბადის” გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება 40 დოლარი იქნება. თავდაპირველად ის გაიყიდება იაპონიაში, ხოლო შემდეგ ჩინეთის, ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე.

წყარო: https://progressnews.press/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა