უკრაინამ რუსეთში, ტოროპეცის სამხედრო საწყობზე იერიში მიიტანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში დრონებით იერიში მიიტანა. სამინისტროს მიხედვით, ჩამოგდებულია 54 უკრაინული დრონი.
ასევე, რუსეთში, ტვერის ოლქში ქალაქ ტოროპეცში უკრაინულმა ძალებმა საჰაერო იერიშიმიიტანეს სამხედრო საწყობზე, რამაც მძლავრი აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული აფეთქების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ტვერის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში საწყობზე თავდასხმა ნახსენები არ აქვს.
რაკეტების, ტყვიისა და ასაფეთქებლების საწყობი ტოროპეცში 2018 წელს გაიხსნა და მასში 240 ტონამდე საბრძოლო მასალის შენახვაა შესაძლებელი.