თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 100 000 შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა.

როგორც „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“ 100 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირების შემთხვევებმა კი საერთო ჯამში 9.5 მილიონს მიაღწია.

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა 233 596-ს მიაღწია. ამ მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„სიენენის“ ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა აშშ-ის 36 შტატში.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა