თეგებით ძიება

სექსზე უარის თქმა, ყოფილთან შედარება - 5 შეცდომა, რომელსაც მამაკაცი არ გაპატიებთ

„მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ“ - ეს ფრაზა ეფექტურია, როცა შვილი დედას ლარნაკის გატეხვის გამო პატიებას თხოვს, მაგრამ მამაკაცთან ურთიერთობის დროს ნაკლებად მუშაობს.

ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ზოგი ქალური ეშმაკობა აკრძალული ილეთების კატეგორიაში შედის, ამიტომ ეცადეთ, ასეთი ხრიკები მამაკაცთან არასოდეს გამოიყენოთ.

შედარება
არასოდეს, არც ერთ ვითარებაში არ შეადაროთ საკუთარი ქმარი სხვა მამაკაცს. გახსოვდეთ, არც ერთი მამაკაცი ასეთ მოდელირებულ მეტოქეობას არ მოითმენს და თუნდაც არაფერი გითხრათ, აუცილებლად დაიმახსოვრებს.

გაითვალისწინეთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთი და საუკეთესო უნდა იყოს, ამიტომ სხვა მამაკაცთან მისი შედარება უნდა დაივიწყთ. განსაკუთრებულად იკრძალება ყოფილთან (ქმარი, საყვარელი) შედარება. ის ფაქტი, რომ კიდევ ყოფილზე ფიქრობთ, თქვენი მამაკაცისთვის შეიძლება ტკივილის მომგვრელი იყოს.

მუდმივი საყვედურები
ზოგი ქალი საერთოდ ვერ გრძნობს თავისი მამაკაცის განწყობას და ნებისმიერ დროს და ადგილზე, რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ ებუზღუნება. გახსოვდეთ, რომ ყველა მამაკაცი არ არის მზად, რომ დაუსრულებელი საყვედურების რეჟიმში იცხოვროს. რაღაც მომენტში შეიძლება მოთმინებამ უღალატოს და კარი ხმაურით გაიჯახუნოს.

საჯარო კრიტიკა
ჩვენი ბებიების თაობა შვილებს ასწავლიდა, რომ საკუთარი ბინძური თეთრეული საჯაროდ არ უნდა გამოფინოთ. ეს დაახლოებით იგივეა, როცა საყვარელ მამაკაცს სხვების თანდასწრებით აკრიტიკებთ და საყვედურებით ავსებთ. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
თუ ნერვებს აჰყევით და თავის შეკავებას ვეღარ ახერხებთ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, წამიერი სისუსტის გამო, მისი ნდობა და პატივისცემა სამუდამოდ დაკარგოთ? გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცმა ასეთი გამოხტომა შეიძლება არასოდეს გაპატიოთ.

ეჭვიანობა
ეჭვიანობა ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგჯერ კი ძალიან საშიში აღმოჩნდეს. ზომიერი დოზებით ეჭვიანობამ შეილება ვნება გააღვიძოს, მაგრამ როცა ეჭვიანობა აკვიატებულ იდეას ემსგავსება, ეს ძალიან ცუდია.

მამაკაცი არ მოითმენს მის ტელეფონში sms-ების კითხვას და გადაჭარბებულ კონტროლს. გახსოვდეთ, ყველანაირი ურთიერთობის საფუძველი ნდობაა, ხოლო ეჭვიანობა, შეიძლება მხოლოდ კერძის სანელებლად ივარგოს. სანელებლით მთავარი კერძის შეცვლა შეუძლებელია.

სიახლოვეზე უარი
მარტივი ჭეშმარიტებაა - სექსით დაშანტაჟება არ შეიძლება! თუ სიახლოვეზე უარის თქმისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვთ, რომელიც პარტნიორმა იცის, ეს შეიძლება გაიგოს. თუ უბრალოდ, ხასიათზე არ ხართ, ამის გაგებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ სიახლოვეზე უარს უმიზეზოდ ეუბნებით, ეს ძალიან გააბრაზებს.

პირველი, რაზეც ის იფიქრებს, ისაა, რომ სხვა მამაკაცი გაიჩინეთ, ხოლო მეორე ის, რომ აღარ გიყვართ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა