თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გამარჯვებასთან ახლოსაა, ტრამპი კი ხმების გადათვლას ითხოვს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ბედი თითქმის გარკვეულია- უკანასკნელი ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჯო ბაიდენი დამაჯერებლად ამარცხებს თავის კონკურენტს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

უკვე არსებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მოიპოვა 72 110 951 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 50.4 %-ს შეადგენს. იგი ამ მაჩვენებლით საარჩევნო კოლეგიაში აგროვებს 264 ხმას. პრეზიდენტობისთვის კი საჭიროა სულ 270 ხმის მოპოვება. იმ შემთხვევაში თუ ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდა და ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდა ნევადის შტატში, რომელსაც 6 დელეგატი ჰყავს კოლეგიაში, დემოკრატთა კანდიდატი ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდება.

ნევადაში ხმათა 75 % დათვლილია და ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 8000 ხმით უგებს- 588 000 ხმა ბაიდენს უკვე აღებული აქ, ხოლო ტრამპს 580 000 უგროვდება. მიუხედავად აღნიშნული რეალობისა, გამარჯვებულის ვინაობის დადგენისთვის შესაძლოა სასამართლო პროცესების ჩართვა გახდეს საჭირო. დონალდ ტრამპი არ ეთანხმება ვისკონსინის შტატის შედეგებს და ხმების დათვლის პროცესში საკუთარ იურიდიულ გუნდს რთავს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა