თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

საბერძნეთში ლოქდაუნი გამოცხადდა

საბერძნეთის მთავრობის მეთაურის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, 7 ნოემბერს, დილის 6 საათიდან საბერძნეთში სამი კვირით ძალაში შედის საყოველთაო შეზღუდვები ეროვნულ დონეზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ აიძულა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

"ეპიდემიის ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში ორ კვირაში ეროვნული ჯანდაცვის სისტემა ზეწოლას ვეღარ გაუძლებს. ამდენად, „ჯობს ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ლოქდაუნი პირველისგან განსხვავებული იქნება. კერძოდ, მუშაობას არ წყვეტენ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (დიმოტიკო). სამაგიეროდ, დაიკეტება გიმნაზიები და ლიცეუმები.

გადაადგილებისთვის მოქალაქეებს მოუწევთ შესაბამისი SMS შეტყობინების გაგზავნა, როგორც გაზაფხულზე.

დაწესებულებების დახურვის გამო ნოემბერში დროებით უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულები სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 800 ევროს ოდენობით. ამჟამად არსებული სოციალური დახმარებები დამატებით კიდევ 2 თვით გაგრძელდება.

ხანგრძლივ უმუშევრებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას არ იღებენ, ერთჯერადად 400 ევრო ჩაერიცხებათ. ასეთი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 130 ათასს აღემატება.

დეტალური ინფორმაცია საღამოს გახდება ცნობილი.

პრემიერის თქმით, საბერძნეთს გამოყოფილი აქვს 37 მილიარდი ევრო პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ყველაფერი გაკეთდება მოქალაქეთა სოციალური უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

წყარო: nostal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა