თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

მილიონ დოლარად შეფასებული სუნამო – მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ორი არომატი (ფოტო)

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სუნამოების ორ ვერსიას:



სახელი: Shumukh

მწარმოებელი: Nabeel

ღირებულება: 1,3 მილიონი აშშ დოლარი

არაბულიდან თუ ვთარგმნით სიტყვა Shumukh–ს, ნიშნავს „იმსახურებ ყველაზე ხარისხიანს“.სავარაუდოდ სწორედ ამიტომ აქვს ასეთი მაღალი ფასი ამ არომატს. უნი–სექს არომატის შესაქმნელად სამი წელი გახდა საჭირო და ტყუილადაც არა, რადგან იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, რადგან ფლაკონზე ყველაზე დიდი რაოდენობის ბრილიანტებია წარმოდგენილი. რაც შეეება არომატს, იგი უიშვიათესი მცენარეებისგან არის გამოყვანილი.



სახელწოდება: Golden Delicious

მწარმოებელი: DKNY

ღირებულება: 1 მილიონი აშშ დოლარი

როგორც წესი DKNY–ს სუნამო Golden Delicious 40 დოლარზე მეტი არ ღირს, მაგრამ 2011 წელს ბრენდმა განსაკუთრებული შეფუთვა გამოუშვა, რომელიც 2909 ცალი ძვირადღირებული ქვით არის მორთული. თავად სუნამო კი ისეთივეა, როგორც სერიული წარმოება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა