თეგებით ძიება
05. 11. 2020 მსოფლიო

ისრაელის არმიამ პალესტინელთა სოფელში სახლები და საცხოვრებელი ქოხები დაანგრია, 73 ადამიანი კი უსახლკაროდ დატოვა - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ებრაელმა სამხედროებმა პალესტინური სოფელი „გაანადგურეს“ , რომლის შემდეგაც 73 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი უსახლკაროდ დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის თანხლებით, ექსკავატორებმა სოფელ ხირბეთ ჰუმსაში დაანგრიეს და გაანადგურეს კარვები, ქოხები, ცხოველთა თავშესაფრები, ტუალეტები და მზის პანელები.

„ესენი არიან დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ყველაზე დაუცველი თემი“- განაცხადა ივონ ჰელემ, ჰაეროს ჰუმანიტარული საქმიანობათა კოორდინატორმა პალესტინის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით, ეს ფაქტი უკანასკნელი წლების განმავლობაში უპრეცედენტოა, რადგან სამხედროების რეიდის შედეგად 76 ადამიანს უკვე წასასვლელი არსად აქვს-ისინი სრულიად დაუცველები, თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილნი.

პალესტინელთა თქმით, ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ტერიტორიების ასათვისებლად ახორციელებს ამგარ რეპრესიებს და აიძულებს პალესტინელ მოსახლეობას, რომ დატოვონ თავიანთი კუთვნილი ტერიტორია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა