თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაძაბულობაა
თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციებს მართავენ. ადგილზე ხმაური და დაძაბულობაა. მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციაზე ადგილი ჰქონდა პოლიციასთან როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას. სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა დააკავეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლას ითხოვენ, სადაც 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და დარღვევებს განიხილავენ.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.