გამოცხადდება თუ არა კომენდანტის საათი მეორე ტურამდე – თბილისის მერის პასუხი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ე.წ ლოქდაუნის დაწესება არ იგეგმება. როგორც მან „ღამის კურიერში“ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გაგრძელდება.
„რასაც ჰქვია სრული ჩაკეტვა, რომელშიც გარკევული თვეების წინ ვიმყოფებოდით, მე ვფიქრობ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაა, ანუ ე.წ კომენდანტის საათის დაწესება მეორე ტურამდე, ოპოზიციის აქციების ფონზე, დედაქალაქის მერი პასუხობს:
„შეიძლება ამის საჭიროება იყოს ისევ და ისევ, იმისათვის, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. რა თქმა უნდა ექნებათ, რა პრობლემაა მათ აქვთ საშუალება გამოხატონ თავიანთი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. შეზღუდვებთან დაკავშირებით, ეს არც ჩემი გადასაწყვეტია და არც კონკრეტულად რომელიმე მინისტრის, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
წყარო:newposts.ge