თეგებით ძიება
06. 11. 2020 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი თანამდებობას ტოვებს

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

საბოლოო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.

ესპერმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომა განპირობებულია ტრამპის გეგმებით, რადგან ამჟამინდელი პრეზიდენტი მის გათავისუფლებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გეგმავდა. ეს ინფორმაცია აგვისტოს დასაწყისში მედიაში გავრცელდა, თუმცა ახლა ეს თავად ესპერმა დაადასტურა.

ამერიკული მედია ტრამპისა და ესპერის დაპირისპირებაზე დიდი ხანია, საუბრობს. ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერს თავდაცვის მდივნის დათხოვნა სურდა, რადგანაც ესპერი საპროტესტო აქციების დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო.

ცნობილია, რომ პენტაგონის ხემძღვანელი არჩევნების შედეგების მიუხედავად თანამდებობის დატოვებას მაინც აპირებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა