მამაკაცი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა - კორონავირუსი გორში
კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მეზობლების თამით, 70 წლამდე მამაკაცი რისკ ჯგუფში შედიოდა, თუმცა მედიკოსებმა ის საავადმყოფოში სამკურნალოდ იქამდე არ გადაიყვანეს, სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ დაუმძიმდა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ცნობისთვის, შიდა ქართლში დღეს კორონავირუსის 177 შემთხვევა დადასტურდა.
წყარო:newposts.ge