თეგებით ძიება

ყველამ იცის, რომ არჩევნების დღეს იარაღს ოცნების კრიმინალური ჯგუფები იყენებდნენ, უმჯობესია სამართალდამცავები ამ ფაქტებით დაინტერესდნენ - ლევან ბეჟაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი, "ნიუ პოსტთან" საუბრისას კობახიძის იმ ბრალდებებს პასუხობს, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ენმ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება.
"საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ "ქართული ოცნება" სახალხო მღელვარებას და პროტესტს ხედავს. ასე იყო, როდესაც საბურავების რევოლუციას აბრალდებდნენ ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც 2016 წელს სახლემწიფო გადატრიალებაზე აღძრეს საქმე.

ახლაც "ქართული ოცნება" შეშინებულია, რადგან ხედავენ, რომ ხალხის მღელვარებამ პიკს მიაღწია და ისინი დათმობას არ აპირებენ.

ყველამ კარგად იცის, რომ იარაღს, არჩევნების დღეს ოცნების აქტივისტები და მათი კრიმინალური ჯგუფები იყენებდნენ. ამიტომ, უმჯობესია სამართალდამცავები ამ ფაქტებითა და ასევე გაყალბების ფაქტებით დაინტერესდნენ" - აცხადებს ბეჟაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა