ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს.
“ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ “იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…”, - წერს ოქრუაშვილი.
წყარო:newposts.ge