მებაჟე ოფიცრების მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
შემოსავლების სამსახურმა ,,აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინა.
მებაჟე ოფიცრებმა, საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (საერთო წონით: 137 გრამი, 217 აბი და 10 ფირფიტა ) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
წყარო:newposts.ge