თეგებით ძიება

არ ასეირნოთ ძაღლები ვაკის პარკში! – ვეტერინარის გაფრთხილება ჭირზე

ვეტერინარი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შინაური ცხოველები ვაკის პარკში არ ასეირნონ. როგორც მარიამ ჩხიკვიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მესამე დღეა ისეთ პაციენტებს იღებს, რომლებსაც ჭირი დაუდგინდათ.

ამასთან, ვეტერინარი აზუსტებს, რომ ძაღლებს სწორედ ვაკის პარკში ასეირნებდნენ.

„ჩემი პაციენტის პატრონების და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ! დღეს უკვე მეორე პაციენტი მყავს ვისაც ჭირი დაუდგინდა და ვაკის პარკში სეირნობს, ერთი სრულად უსიმპტომოდ და მეორე სიმპტომებით, მე-3 საეჭვო ტესტზე მაგრამ ბორჯომიდან, პირველი და მე-3 პაციენტების შრატები გადამოწმდება ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში ELISAზე.

გთხოვთ გაფრთხილდეთ და არ ასეირნოთ ძაღლები ვაკის პარკში ან მიმდებარედ. სამივე ძაღლი აცრილია საუკეთესო ვაქცინებით.

P.S. არაფერი არაა 100% ამ ცხოვრებაში, აცრები აუცილებელია რომ მეტი შანსი იყოს დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად“,- ამბობს ვეტერინარი.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა