\'\'გირჩს“ რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი, აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში იყოს, თუ პატივი სცეს იმას, ვინც ხმა მოგცა - თეა წულუკიანი
\'\'გირჩს\'\' რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი, აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში იყოს, თუ პატივი სცეს იმას, ვინც ხმა მოგცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართელოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში განაცხადა.
\'\' სანამ შემდეგ თემებზე გადავალთ, რაკი ჩემი წინამორბედი სპიკერი იყო სწორედ \'\'გირჩი\'\' და მან თქვა, რომ მისთვის სასიამოვნო სიურპრიზია ჩემთან საუბარი, მე მას ვპირდები კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს, როცა პარლამენტში შევხვდებით და ბევრი რამე გვაქვს ვფიქრობ გასაზიარებელი. შეიძლება, იყოს რაღაცები, რაც მე თავს განგებ არ ვიბერებ, მაგრამ აბსოლუტურად ვაცნობიერებ, რომ ჩემზე ორჯერ უფრო ახალგაზრდა ხალხმა, არა ბევრმა, მაგრამ ზოგიერთმა მათ მისცა ხმა, ასევე ალბათ გასაზიარებელი გვექნება, მაგრამ ამის ადგილი არის სწორედ თავისუფლების იდეიდან გამომდინარე პარლამენტი და არა ქუჩა, მაგრამ მათი არჩევანი არის მათი არჩევანი. არჩევანი არის მძიმე. იყო აბსოლუტურად ბოროტების წარმომადგენლის, მიშა სააკაშვილის ტყვეობაში, თუ იმას სცე პატივი, ვინც ხმა მოგცა. მოკლედ, მათ რთული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ პრინციპში, თავი გვაჩვენეს, როგორც გაბედულმა ძალამ და ალბათ ამ არჩევანს ასე ან ისე გააკეთებენ, მაგრამ მე მათ ჭკუის დამრიგებლად რა თქმა უნდა ვერ გამოვადგები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
წყარო: 1tv.ge