თეგებით ძიება
06. 11. 2020 მსოფლიო

ლატვიაში 9 ნოემბრიდან ოთხკვირიანი კარანტინი ამოქმედდება

„კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, ლატვიაში 9 ნოემბრიდან ოთხკვირიანი კარანტინი ამოქმედდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას. მაღაზიებში კი, ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება.

ლატვიაში დღეს „კოვიდ-19“-ის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში ქვეყანაში 7 119 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა