თეგებით ძიება
07. 11. 2020 მსოფლიო

გვატემალაში შტორმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა

გვატემალაში შტორმ “ეტას” შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. დატბორილია სახლები და შენობები, ჩახერგილია საავტომობილო გზები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შტორმმა “ეტამ” ნიკარაგუასა და ჰონდურასსაც გადაუარა, სადაც სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი და ასობით სახლი გაანადგურა. “ეტა” ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა