თეგებით ძიება

სინამდვილეში მისი მემკვიდრეობა მინდა - მოხუცთა თავშესაფრის 19 წლის მედდა ამავე დაწესებულების 89 წლის ბენეფიციარს გაყვა ცოლად

არკანზასის შტატში მოხუცთა თავშესაფრის 19 წლის მედდა ოლივია სტოუნი ამავე თავშესაფრის ბენეფიციარს, დემენციით დაავადებულ 89 წლის ლი ჰოპკინსს გაჰყვა ცოლად.
მოხუცის დაავადება იმდენად რთულ სტადიაშია, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს სახეზე ვეღარ სცნობს. სწორედ ამ დაავადებამ შეიწირა მისი მეუღლე ორი წლის წინ - როდესაც ის ცოლთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, საჭის მართვა ვეღარ შეძლო და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მამაკაცი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, რადგან არ სურს, რომ კიდევ ვინმეს ავნოს - წერს Yahoo.

აღსანიშნავია, რომ ჰოპკინსი დიდი ქონების პატრონია, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უსახლკარო მედდამ მასზე ქორწინება. როდესაც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები გოგონას გიჟურ გადაწყვტეილებაზე საუბრობდნენ, ოლივიამ მათთან აღიარა, რომ დაქორწინების განზრახვა მოხუცის მემკვიდრეობა იყო, რომელსაც ლის სიკვდილის შემდეგ მიიღებს.

სინამდვილეში მისი მემკვიდრეობა მინდა - მოხუცთა თავშესაფრის 19 წლის მედდა ამავე დაწესებულების 89 წლის ბენეფიციარს გაყვა ცოლად



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა