თეგებით ძიება

“ქმართან ბედნიერი ვიყავი და ლამაზი ქორწინებაც მქონდა, მაგრამ…” – ვინ იყო ქეთი მელუას ქმარი და რატომ დაშორდა მომღერალი მას 8 წლიანი ქორწინების შემდეგ

ქეთი მელუა მეუღლეს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ აგვისტოში დაშორდა. ნახეთ ვინ იყო მისი მეორე ნახევარი და რას ამბობს ქეთი ქორწინებაზე.

„ლამაზი ქორწინება მქონდა“, – განუცხადა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ belfasttelegraph-ს რვაწლიან ქორწინებაზე, რომელიც აგვისტოში დასრულდა. მომღერალს ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია. წლების განმავლობაში მასმედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორებაზე, თუმცა არ დასტურდებოდა. ამჯერად კი წყვილი ოფიციალურად დაშორდა.

მელუა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მეგობრობს თავის ყოფილ მეუღლესთან, ამიტომ მისი სიმღერები სიყვარულზე არ არის გაბრაზებული და მწარე. „ახლა მე დიდი ვარ, აღარ მეშინია ცხოვრების ჭეშმარიტად აღქმნის, რადგან მჯერა, რომ ცხოვრება კარგია. წელსაც კი მჯერა, რომ სიხარულის პოვნა შესაძლებელია“, – აღნიშნა მომღერალმა.

2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან. წყვილი 2012 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდა. ჯეიმსი ყოფილი მოტომრბოლელია. კარიერა 1995 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, 2004 და 2007 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კარიერა კი 2011 წლის მარტში დაასრულა მაჯის დაზიანების გამო.

“ქმართან ბედნიერი ვიყავი და ლამაზი ქორწინებაც მქონდა, მაგრამ…” – ვინ იყო ქეთი მელუას ქმარი და რატომ დაშორდა მომღერალი მას 8 წლიანი ქორწინების შემდეგ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა