თეგებით ძიება

ვაცხადებ დაუმორჩილებლობას! ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
„ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა, რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, - პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ. შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან. ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ.
პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში.“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა