თეგებით ძიება
09. 11. 2020 მსოფლიო

რუსეთში ჯარისკაცმა სამხედრო ბაზაზე ოფიცრები დახოცა

რუსეთში, ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე სამხედრო პირმა 3 ადამიანი მოკლა, რის შემდეგადაც საბრძოლო ნაწილის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, TASS აქვეყნებს.

„ სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო სროლა, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან, რომელიც მან ერთ-ერთ ოფიცერს წაართვა. მოკლულია სამი ადამიანი. დაღუპულთა შორის 2 ოფიცერთან ერთად ერთი წვევამდელი ჯარისკაცია“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მედია აცხადებს, რომ მკვლელი სამხედრო მოსამსახურე ამ დრომდე შენობაშია გამაგრებული და იგი დანებებას არ აპირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი შტურმისა და ბოროტმოქმედის განიარაღებისთვის ემზადებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა