მედიის წარმომადგენლების მიმართულებით, დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე აცხადებს,რომ მედიის წარმომადგენლების მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა.
"წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა, დამიზნებით წლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ ჭყლის ჭავლის გამოყენება მოხდა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ უკანონოდ შეჭრას ცესკოს შენობაში",- განაცხადა საბანაძემ.
წყარო:newposts.ge