22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება - კალაძე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ თუ დღეს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას 22:00 საათის შემდეგაც გააგრძელებენ, ამას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოყვება.
"აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის", - თქვა კალაძემ.
წყარო:newposts.ge