"გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი, ძლიერმა წნევამ ამაგდო და დამაგდო სახით" - დაზარალებული დარბევას იხსენებს
მოქალაქე ზაზა გუგავა, რომელსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე თვალი დაუზიანდა, გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გაუშვეს.
მისი თქმით, მომიტინგეები არსად შესვლას არ აპირებდნენ:
"ისე განვითარდა მოვლენები, არავინ არ ელოდა, რომ ჭავლს გამოიყენებდნენ. არავინ არსად არ შერბოდა და არავინ კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებდა და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი. მოძარაობაში ის მახსოვს, რომ ძლიერი ნაკადი მომხვდა სახეში და ზურგის მიდამოში და ამაგდო ამ ძლიერმა წნევამ და დამაგდო სახით. შემდეგ მომიტინგეები მომეხმარნენ და მერე გავიგე რომ ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ვხედავდი და მქონდა ძლიერი ტკივილი.
ყოფილი ძალოვანი ვარ, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, დაჭრილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი და მე უბრალოდ მრცხვენოდა მათ გამო. ასე საკუთარ ხალხს არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა"- აცხადებს მოქალაქე "ტვ.პირველთან"
წყარო:newposts.ge