თეგებით ძიება

თბილისში უცნობი პირები, მერიის სახელით, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს სადარბაზოების დეზინფექციას სთავაზობენ

თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქში კვლავ გამოჩდნენ უცნობი ადამიანები, რომლებიც, მერიის სახელით, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.
„დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც, თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა