თეგებით ძიება

გამოქვეყნდა იმ კომპანიების სია, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, რუსეთის ბაზარზე ოპერირებით დიდ შემოსავლებს იღებენ

მმართველი გუნდი ასაჯაროებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა.

ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

შპს „ლორგო“ - 60,461,894 ლარი

შპს „პსპ ფარმა“ - 49,611,158

შპს „ჯეო-კოოპ“ - 47,955,624

შპს „ნატურლენდი“ - 23,865,116

შპს „გორგია“ - 9,048257 ლარი

სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - 9,047,787 ლარი

შპს „ბეიბი ფუდი“ ჰიპი -9,002,725 ლარი

შპს „კავკას მეტალი“ - 4,102,068 ლარი

შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ -3,437,984 ლარი

შპს „რითეილ ჯგუფი“ - მაგნიტი - 2,290,204 ლარი

შპს „გეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარი

შპს „თერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარი

შპს „ცელსიუსი“- 1,474036 ლარი

სს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 1,343,496

შპს „სუპერი“ - 858,476

რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:

სს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 35,581,817 ლარი

შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ - 31,069,380 ლარი

შპს „გეო ორგანიკს“ - 20,776,555 ლარი

შპს „NUTSGE“ - 19,727,332 ლარი

შპს „ვინივერია“ - 11,192,775 ლარი

სს „თბილღვინო“ - 9,674,708 ლარი

შპს „ხეთა“- 5,067,400 ლარი

შპს „ანგელ ლოჯისტიკს“ -3,606,959 ლარი

შპს „კამპა“ - 2,132,001 ლარი

შპს „გემუანი“ - 1,886,946

შპს „ჩირინა“ - 1,090,134 ლარი

შპს „გეოპლანტი“ - „გურიელი“ - 932,121 ლარი

შპს „ჯეო-კოოპ“ - 754,087 ლარი

სს „ენისელი - ბაგრატიონი“ - 255,012 ლარი

შპს „ბარამბო“ - 192,258 ლარი

ამ თემაზე გუშინ „იმედი LIVE“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. „გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, ხვალვე მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა