თეგებით ძიება

BBC: "თბილისში პოლიციამ წყლის ჭავლი დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა"

პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა, BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიცია საქართველოს დედაქალაქში თბილისში, მომიტინგეებს, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, წყლის ჭავლით გაუსწორდა.

სტატიაში გაცხადებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მთავრობას არჩევნების გაყალბებაში დებდნენ ბრალს. ზემოხსენებულ ბრალდებას "ქართული ოცნება" უარყოფს.

„ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, 48 %-ით შეძლო თავისი ძალაუფლების შენარჩუნება 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს გამარჯვება აძლევს უფლებამოსილებას ქართულ ოცნებას, რომ ჩამოაყალიბოს შემდგომი მთავრობა, თუმცა ათიათასობით ადამიანი, რომლებიც შეიკრიბნენ თბილისში საპროტესტო აქციაზე, არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს და ითხოვენ პოლიციის ხელმძღვანლისა და ცესკოს დირექტორის გადადგომას“- აღნიშნულია BBC-ის სტატიაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა